მიუზიკლი

       მიუზიკლი (ინგლ. musical), მუსიკალური-სასცენო ნაწარმოები (უმთავრესად კომედიური ხასიათისა), რომელშიაც გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები.

                                               ისტორია

      მიუზიკლი   , როგორც სასცენო სელოვნების ჟანრი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს აშშ-ში. 1866 წელს აქ დაიდგა ბიკნელის პიესა „შავი ქურდი“ (ინგლ. The Black Crook), სადაც ერთმანეთს შეერწყა მელოდრამა, სიმღერა და ე. წ. „შოუ გიორლსი“ (ეს სპექტაკლი სცენიდან 25 წელი არ ჩამოსულა).
XX საუკუნის დასაწყისში შავკანიანმა მსახიობებმა ბ. უილიამზმა და დ. უოკერმა ნიუ-იორკში დადგეს რამდენიმე მიუზიკლი (კომპოზიტორი უ. კ. კუკი). ამ სახის სპექტაკლები ძალზე პოპულარული იყო I მსოფლიო ომის შემდეგაც. მოგვიანებით შეიქმნა საუკეთესო მიუზიკლები: კერონის „მცურავი თეატრი“ (1929), გერშვინის „მე შენზე ვმღერი“ (1931), ვეილის „ჯონ ჯონსონი“ (1936), როჯერზის „ოკლაჰომა“ (1943), პორტერის „მაკოცე, კეტ!“ (1948), ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ (ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით, 1956) და სხვა.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98

No comments:

Post a Comment