ისტორია
პანტომიმა ხელოვნების ისეთი სახეობაა, სადაც სიტყვა გამორიცხულია და მსახიობი ადამიანთა ცხოვრებაზე მხოლოდ მოძრაობის საშუალებით მოგვითხრობს. პანტომიმა მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. ეს ხელოვნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის განვითარებაში. ცნობილია, რომ პირველყოფილმა ადამიანებმა ლაპარაკი არ იცოდნენ და ძირითადად მოძრაობით უხდებოდათ ერთმანეთთან საუბარი: ნადირობიდან დაბრუნებულები დოლის და საყვირის თანხლებით გაითამაშებდნენ ვეფხვთან შებრძოლების სურათებს, ირმის სიკვდილის სცენას...პანტომიმა უძველესი, ანტიკური ხანის ხელოვნებაა, მაგრამ თავისებური ფორმით ყოველთვის თანადროული. ისმის კითხვა: რაში მდგომარეობს პანტომიმის თანადროულობა? პანტომიმა დამყარებულია არა ლამაზ, წინასწარ დადგენილ მოძრაობაზე, არამედ დაფუძნებულია აზრის გამოსახვაზე, ადამიანების სურვილებსა და მისწრაფებაზე. ნაწარმოებში მოცემული შინაარსის დახმარებით პანტომიმის მსახიობი სცილდება მოძრაობის შტამპს და მოქმედებით წარმოსახავს სცენურ გარემოს. ამ დროს სიჩუმის ხელოვნება “გვესაუბრება” საკაცობრიო იდეებზე; ისეთ იდეებზე, რომელსაც გვკარნახობს თანამედროვე ცხოვრება. მიზნის მისაღწევად პანტომიმის მსახიობი მიჰყვება ავტორის მიერ მოცემულ იდეას და დაუსწრებლად ეძებს ამ იდეის გამომსახველ ახალ-ახალ მოძრაობას.
უძველეს საბერძნეთსა
და რომში პანტომიმა მიჩნეული იყო ისეთ ხელოვნებად, რომლის საშუალებით
ადამიანები ერთმანეთს დასცინოდნენ. დღესდღეობით ეს მოთხოვნები აღარ
აკმაყოფილებს პანტომიმას, ის გასცდა ბულვარულ სცენებს და სამუდამოდ
დამკვიდრდა პროფესიულ სცენაზე. მოძრაობის ხელოვნებამ მაყურებლამდე უსიტყვოდ
მიიტანა ადამიანის წუხილი, განცდა, მხიარულება, ბედნიერება თუ უბედურება. მან
არა მარტო პლასტიკურად გაწვრთნა მსახიობის სხეული, არამედ მოძრაობის
ხელოვნებამ პლასტიკის სიკეთე მსახიობის საკუთრებად აქცია. დუმილი ადამიანის
სულიერ სამყაროს სიმდიდრეა – ხშირ შემთხვევაში სიტყვაზე ძლიერი, რომელიც
ემყარება ადამიანის შინაგან ემოციებს და რა გულდასაწყვეტია, როცა მსახიობები
დაუმსახურებლად გაურბიან პლასტიკის ამ შესანიშნავ ხელოვნებას.
პანტომიმის ჟანრები მრავალფეროვანია: იგი კომედიიდან გადაიზარდა ტრაგედიაში, ტრაგედიიდან _ ბუფონადაში. ასეთი სირთულე მსახიობისგან მოითხოვს იმპროვიზაციის უნარს. იმპროვიზაცია წლების განმავლობში უნდა გამომუშავდეს და იმდენად ორგანული უნდა გახდეს მსახიობისთვის, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ორ წუთში მაყურებლის თანდასწრებით (შესაძლებელია მაყურებლის შეკვეთით) მოიფიქროს ნოველა, ეტიუდი ან ცალკეული სცენა და იგივე გაითამაშოს. იმპროვიზაცია უდიდეს როლს თამაშობს პანტომიმის ხელოვნებაში.
მიმს შეუძლია მსახიობის სხეული მუსიკალური გახადოს, ყოველი მისი მოძრაობა გარკვეული მიზნისკენ წარმართოს. მიმი მოძრაობს, ჟესტს უფრო გამომსახველს ხდის და მაყურებელი მისი მოქმედების უშუალო მონაწილე ხდება.
პანტომიმის ხელოვნება შეისწავლის ადამიანის თვალებს, ხელებს, მიმიკას, სხეულის მოძრაობას. ხშირად გვსმენია – თვალები ადამიანის სულის სარკეაო. თვალებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ადამიანის აზრები, ასევე ადამიანის მცირე წყენის თუ მხიარულების გამომხატველი მიმიკა. უსასრულოა ადამიანის აზრი, ასევე უსასრულოა მისი მოძრაობა. ვინ იცის, რამდენგვარი პოზა, გამოხედვა, ღიმილი თუ სიცილი არსებობს, რომელიც პანტომიმის შესწავლის საგანს წარმოადგენს.
პანტომიმას თავისის არსებობის მანძილზე არ ჰყოლია ცნობილი, პროფესიონალი დრამატურგები. სიტყვის უქონლობის გამო მან უფრო მეტად ხალხში და ხალხურ დღესასწაულებში მოიკიდა ფეხი.
საფრანგეთში, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, მიმის გენიალურმა ფრანგმა მსახიობმა ჟან ბატისტ გასპირ დებიურომ ააღორძინა სიჩუმის ხელოვნება. დრამატულ პანტომიმებში ხშირად მონაწილეობდნენ დრამის ცნობილი მსახიობები – ფრედრიკ ლემეტრი, სარა ბერნარი, გაბრიელ რეჟანი (იგივე შარლოტა რეჟიუ), სანდრო მოისი, ჟანლ ლუი ბარო. XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისში გამოჩნდა პანტომიმის ბრწყინვალე მსახიობი ჟოზეფ გრიმალდი, რომელსაც ჩარლზ დიკენსმა “ბუფონადის მიქელანჯელო” უწოდა. მაგრამ მთელი მსოფლიო პანტომიმის ხელოვნების უმაღლეს მწვრვალს მაინც ჩარლი ჩაპლინის შემოქმედება წარმოადგენს. ჩაპლინის შემდეგ ცნობილია ფრანგი ჟან ლუი ბარო და თანამედროვე მიმის დიდოსტატი მარსელ მარსო. სწორედ ამათ განავითარეს XX საუკუნის პირველი ნახევრის პანტომიმის ხელოვნება და უბრალო ბულვრული ცხოვრების უხეში ყოფიერებიდან იგი ხელოვნების უმშვენიერეს კვარცხლბეგზე აიყვანეს.
XX საუკუნის დასაწყისშივე ვხვდებით პანტომიმის მსახიობის მიერ გათამაშებულ არამარტო ცალკეულ პატარა სცენებს, არამედ მთლიან სპექტაკლებსა და კინოფილმებს.
პანტომიმებით გატაცებულია ცნობილი გერმანელი რეჟისორი რეინ ჰარტი. დრეზდენში იდგმევა პანტომიმური სპექტაკლი ,,პიერეტას მოსასხამი”. ამ სპექტაკლს შემდგომში ანხორციელებდნენ მეიერჰოლდი და ა.თაიროვი რუსეთში. კ.მარჯანიშვილი დგამს სამ პანტომიმურ დრამას: ,,ცრემლები” (რუსეთი), ,,მზეთამზე” და “ხანძარი” (საქართველო) ევროპის და აზიის ქვეყნებმა იწყეს უძველესი პანტომიმის აღდგენა. რაც დრო გადის, ,,სიჩუმის ხელოვნება” მით უფრო ღრმად იდგამს ფეხს ყველა ერის კულტურულ ცხოვრებაში. პანტომიმის ხელოვნებით დაინტერესებას არც ქართული თეატრალური საზოგადოება ჩამორჩება. ესტრადაზე ვხვდებით ცალკეულ შემსრულებლებს, ხოლო 1962 წლიდან თბილისში საფუძველი ჩაეყარა პანტომიმის ახალგაზრდულ ჯგუფს ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ჯგუფმა მოამზადა პანტომიმური ნოველების სამყარო ,,ესეც ასე”. პროგრამაში შევიდა როგორც კლასიკური, ასევე ეროვნული და თანამედროვე ენებზე შექმნილი ნოველები.
ჯგუფი დღითიდღე იზრდებოდა. პანტომიმა მხატვრულ კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებლის საესტრადო განყოფილებაზე 1967 წლიდან ისწავლებოდა. 1968 წლიდან იმავე სასწავლებელში შეიქმნა პანტომიმის განყოფილება, რომელიც შემდგომ ქართული პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სახელი გახდა. სწორედ ეს გვარწმუნებს, რომ პანტომიმა ძველი ხელოვნება როდია, იგი თანამედროვეცაა და შესაძლებელია დიდი მომავალიც ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.
პანტომიმა მიჩნეულია თეატრალური ხელოვნების განვითარების საწყისად. იგი ერთ-ერთი უძველესი სანახაობის ფორმაა, საიდანაც მომდევნო საუკუნებში დრამა და კომედია განვითარდა. ამაზე მეტყველებს მრავალი ეთნოგრაფიული მასალა, მოგზაურთა გადმოცემა, მასალები მსოფლიოს ხალხთა თეატრალური დღესასწაულებიდან და თეატრის ისტორიებიდან. საზოგადოებრივი წყობილების ადრეულ ხანაში, ძველი მონაცემების თანახმად, ჟესტის და მიმიკის საშუალებით ადამიანები გარდაისახებოდნენ მხეცებად, ზღაპრულ გმირებად, ღმერთებად და ა.შ.
პირველყოფილი ადამიანების ამ თეატრალურ სანახაობას შეიძლება ეწოდოს ,,საცეკვაო დრამები”, რადგან ამ შემთხვევაში ძნელი ხდება პანტომიმისა და ცეკვის როგორც ტერმინის განსაზღვრა.
საინტერესოა გავარკვიოთ, თუ რას წარმოადგენდა ეს ,,საცეკვაო დრამები”, რომლებსაც პირველყოფილი ადამიანები ასრულებდნენ დოლისა და საყვირის თანხლებით. მომდევნო საუკუნეში დოლს და უხეშ საყვირებს მელოდიურობა დაემატა და იგი მოსასმენად უფრო სასიამოვნო გახდა. ამგვარად, ადამიანთა ერთი ჯგუფი ასრულებდა პანტომიმას, მეორე კი მუსიკალურ-რიტმული დარტყმებით გამოხატავდა გარკვეულ მელოდიას. დროთა განმავლობაში მუსიკალურ-რიტმული აკომპანიმენტი გადაიზარდა თხრობაში, სიმღერაში, რომელიც ხსნიდა და კომენტარს უკეთებდა პანტომიმის რთულ სიუჟეტებს.
დრამები, სადაც მოცემული იყო ხედვითი და სმენითი ფორმა, მეტად სასარგებლოდ აღმოჩნდა. იგი დღემდეც არსებობს ინდოეთში, ცეილონზე, იაპონიაში და ინდონეზიაში. როგორც ვიცით თეატრალური ფორმის ევოლუციის პროცესში ერთსა და იგივე შემსრულებელში, მოხდა სიტყვისა და მოძრაობის გაერთიანება, მაშასადამე, სიტყვიერი კომენტარის პროცესში პანტომიმა გარდაიქმნა სიტყვიერ დრამად, მაგრამ ეს მოხდა თეატრალური ხელოვნების განვითარების შემდგომ ეტაპზე.
პანტომიმას უფრო შორეულ წარსულში გადავყავართ. პანტომიმის ელემენტების გამოჩენა დაკავშირებულია იმ ძველ დროსთან, როდესაც ადამიანის ძირითად საქმიანობას ნადირობა შეადგენდა. ცხოველის ტყავში გახვეული მონადირე შეუმჩნევლად ეპარებოდა ნადირს და ადვილად კლავდა მას. მონადირეები ყველა დროში სხვადასხვაგვარად მოქმედებდნენ. ცნობილია, რომ ტუნგუსები ბაძავდნენ ირემს, ზანგები – გორილას, ავსტრალიეელები – კენგურუს, ინდიელები – მგელს და ა.შ. ცხოველების მიმბაძველობამ ჩვენ დრომდე მოაღწია, მაგალითად: მონადირე დაწვებოდა, სუნთქვაშეკრული გაინაბებოდა და ასე უფრო იოლად იტყუებდა ცხოველს. ან ჩაიცვამდა ცხოველის ტყავს და მკვდარივით გაყუჩდებოდა. სწორედ ამგვარ პლასტიკურ წარმოსახვაში ვხვდებით პანტომიმის განვითარების ელემენტებს.
მრავალმა საუკუნემ განვლო პანტომიმის წარმოშობიდან, მაგრამ იგი ჯერ კიდევაც გვხვდება იმ პრიმიტულ სახით, როგორც არსებობდა პირველყოფილ ადამიანებთან.
დროთა განმავლობაში ასეთი გულუბრყვილო სანახაობები, თამაშობები უფრო რთულ და საინტერესო სახეს იღებდნენ. ადამიანის სიახლოვე მხეცებთან მშვენიერ მასალას იძლეოდა პანტომიმური თამაშობებისთვის აქ ადამიანი გარდაისახებოდა ცხოველად, ფრინველად. ხალხის წარმოსახვაში მიმბაძველობა გააჩნდათ, აგრეთვე ღმერთებსაც. მათ განეკუთვნებათ ანტიკური ღმერთი – ზევსი. მაგალითად, ზევსი გარდაისახებოდა ღორად ან გედად. გედის განსახიერებაში მჟღავნდებოდა მისი სიყვარული. ეს ძველი მითებიც დაედო საფუძვლად პანტომიმის შემდგომ განვითარებას. ამ საქმეში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი რომის მიმისტებმა.
გარდასახვითი პანტომიმები, რომლებიც სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს, მოკვლეულია XIX საუკუნეში, ალოუდოველებთან.
ერთ-ერთი პანტომიმის შინაარსი ასეთი იყო: ჩასაფრებული მონადირე ელოდებოდა ჩიტს. გამოჩნდებოდა ჩიტი. მონადირე ესროდა და კლავდა, როცა მისი გასროლა წარმატებით დამთავრდებოდა, მერე ნანობდა, უდანაშაულო ფრინველის მკვლელობას. მისი სინანული ქრებოდაიმით, რომ გამოჩნდებოდა ლამაზი გოგონა. გოგონას გამოჩენასთან ერთად ჩიტი ცოცხლდებოდა. დრამა მთავრდებოდა სასიყვარულო სცენით.
სანადირო პანტომიმები ტიპიური იყო პირველყოფილი ადამიანის მხატვრულ შემოქმედებაში, მაგრამ ადრეული პანტომიმების განვითარება მარტო ნადირობიდან როდი მომდინარეობდა: ისინი ოჯახის სასიხარულო ამბებსაც გადმოსცემდნენ. ხშირ შემთხვევაში პირველყოფილი ადამიანები თავიანთ თამაშობებს ბუნებრივ მოვლენებს უკავშირებდნენ. ტიპიური გახდათ ადამიანის დაბადება, ქორწილი და სიკვდილი. გაზაფხულზე თესვა, შემოდგომაზე მოსავლის აღება, გამარჯვება ან დამარცხება და სხვა მოვლენები, რაც დაკავშირებული იყო უძველეს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ყველა ამ თამაშობებში მთავარი ადგილი პანტომიმას ეჭირა.
პანტომიმა დაკავშირებული იყო სიკვდილთან ან ადამიანის მიერ ჩადენილ ცოდვებთან, მათ მონანიებასთან. აქედან განვითარდა სახალხო დღესასწაულები, კერძოდ, საქართველოში ბერიკაობა, ყეენობა და ა.შ. მათვე მისცეს დასაბამი მსოფლიო ტრაგედიის განვითარებას. ამ პროცესმა მრავალ საუკუნეს გასტანა. ტრაგედია წარმოიშვა იმ უძველეს დროში, როცა სამგლოვიარო პროცესში რომელიმე განასახიარებდა მკვდარს. შემსრულებელი აკეთებდა მიცვალებულის იმიტაციას. ლეგენდა მიეწერება უძველესი ჩინეთის თეატრს. პროცესიის დროს რომელიმე პატარა ბიჭი წარმოგვისახავდა მკვდარს. მალე მკვდრის განდიდება კულტად იქცა. მაგალითად, შთამომავლობაში ის პიროვნება, რომელიც მფარველობას უწევდა ოჯახს, იგი ამ ოჯახის გმირად მიაჩნდათ. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის კეთილშობილებით, ღირსებებით, ძლიერებით და ყველაზე მეტ ყურადღებას იჩენდა ხალხისადმი. ხალხი სიკვდილის შემდეგ განადიდებდა ასეთ ადამიანებს. წლების განმავლობაში გლოვობდნენ გარდაცვლილს. ე.ი. მათი ცხოვრება და სიკვდილი ემსახურებოდა დრამის ელემენტებს, სიმღერებში, ლეგენდებში და მითებში მოგვითხრობდნენ გმირის თავგადასავალს, თუ როგორ ებრძოდნენ ისინი ძლიერ სულებს, დემონებს, მკაცრ ბუნებრივ მოვლენებს. ხოტბას ასხავდნენ მათ სახელებს, გამარჯვებასა და სიკვდილს.
პანტომიმებთან დაკავშირებული იყო, აგრეთვე, პირველყოფილი ადამიანების საბრძოლო მომზადება, რაც გავრცელებული იყო ინდოეთში, ავსტრალიაში, ჩვენთან – საქართველოში და სხვა ქვეყნებში.
საუკუნეების განმავლობაში პანტომიმა ტარდებოდა ბელადების, საეკლესიო დღესასწაულების ცერემონიალებისთვის. ეკლესიებში და ეკლესიის გარეთ ჩატარებულ რელიგიურ რიტუალებს ახლდა პანტომიმის სცენები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს თეატრის განვითარებაში.
ცნობილია, რომ ეგვიპტეში სიუჟეტების გარეშე აკრობატული და საცეკვაო ნომრების გარდა არსებობდა პანტომიმები განსაზღვრული სიუჟეტებით. აქ განასახიერებდნენ მისტიკურ პანტომიმებს; მისტიკურად წარმოსახავდნენ სამყაროს ბრუნვას მზის გარსემო. ამასთან, არსებობდა პანტომიმები, სადაც გამოიყენებოდა მუსიკა და ტექსტი. ინდოეთის, ჩინეთის და საბერძნეთის პანტომიმებს საფუძვლად დაედო კულტისადმი ხოტბის ცერემონიალი.
ისტორიულად ცნობილია, რომ აღმოსავლეთი ითვლებოდა უძველეს თეატრალურ ქვეყანად, რომელიც ათასეულ წლებს ითვლის. ამიტომ, სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი თეატრის განვითარების მრავალ საფეხურს. აღმოსავლეთის თეატრს საერთო აქვს ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, იაპონიის ქვეყნების თეატრებთან. ამ ქვეყანაში პირველად დაიწყო ჩამოყალიბება პანტომიმის ხელოვნებამ.
ინდოეთის უძველეს თეატრალურ ხელოვნებაში გვხვდება გამოთქმა _ “საცეკვაო დრამები”. საუკუნების განმავლობაში ინდოეთში დრამა და ცეკვა ერთმანეთთან იმდენად იყო დაკავშირებული,რომ ძნელი ხდება საზღვრის დადგენა _ სად წარმოიშვა ცეკვა და სად დრამა. წლების განმავლობაში ცეკვას ქონდა სიუჟეტი, რაც ვითარდებოდა დრამატულად და დრამა სრულდებოდა როგორც ცეკვა. აქ ერთდროულად ხდებოდა წაკითხული ტექსტის ილუსტრირება. ორივე შემთხვევაში იყო გარკვეული ფორმა, რასაც შეიძლება ეწოდოს საცეკვაო დრამა. ინდოეთში საცეკვაო დრამა არსებობდა 2000 წლის წინათ და დღესაც არსებობს. მოხეტიალე მსახიობების შესრულებით მას ვხვდებით როგორც სადღესასწაულო საღამოზე _ სოფლებში, პროვინციებში, მიყრუებულ ადგილებში, ასევე ცენტრალურ თეატრებში. მაგალითად, 1957 წელს კალკუტაში მიდიოდა რაბინდრანატ თაგორის დრამა ,,ჩიტრანგოდა”, რომლისთვისაც თაგორამ დაწერა არამარტო ტექსტი და მუსიკა, არამედ 30-იან წლებში თვითონვე განახორციელა მისი დადგმა. ამ დრამაში ავტორი გამოვიდა ქალთა ღირსების დასაცავად და უძველეს ეპოსს ,,მაჰაბარატა” მისცა თანადროლი ჟღერადობა.
პიესის შინაარსი შემდეგნაირად იშლება: პრინცესა ჩიტრანგოდა ხვდება გმირ არჯუნას. ჩიტრანგოდა ხდება არამატო არჯუნას ცოლი, არამედ დედაც, შვილების აღმზრდელი, ერთგული მეგობარი და ამხანაგი, რომელიც იზიარებს მის ყველა გასაჭირს. ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი მონაწილენი ცეკვით მოძრაობენ სცენაზე, ხოლო ტექსტს ასრულებს ქორო ორკესტრის თანხლებით. ფორმის მხრივ ეს არ იყო ახალი ხერხი. ნაწარმოების ასეთი ფორმა, სადაც ერთი მსახიობი კითხულობს ან მღერის, შინაარსის ასეთი ილუსტრაციები და ცეკვით გამოხატული თეატრალური თამაშობანი ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველეს ინდოეთში. ასეთი წარმოდგენების განმარტება მოცემულია ინდოეთის ცნობილ თეატრალურ ენციკლოპედიაში ,,ნატაშასტრში”, რომელიც 2000 წლის წინათ შეიქმნა.
პანტომიმის ტექნიკა მსახიობისგან მოითხოვს ძალზე დიდ, დაძაბულ შრომას, მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურ ვარჯიშს, აბაზანას, სხეულის ყველა ნაწილის მასაჟს. ამასთან, გამომსახველი უნდა იყოს მისი სახის ყოველი ნაკვთი. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხელოვნება წლების განმავლობაში მოითხოვს სისტემატურ მუშაობას. ყველა მსახიობს უნდა ახსოვდეს, რომ პანტომიმა მაშინ ცოცხლოს და ვითარდება, როდესაც ის იკვებება ხალხური ხელოვნების ტრადიციებით.
როცა ვსაუბრობთ უძველესი პანტომიმის ხელოვნებაზე, არ შეიძლება არ შევჩერდეთ ჩინეთის უმდიდრესი თეატრის საწყისებზეც. ჩინეთმა საინტერესო ცეკვების წყალობით ბრწყინვალე მაგალითები შემოგვინახა. სწორედ ამ ცეკვებში ეკავა ძალიან დიდი ადგილი პანტომიმას და ზოგჯერ მას გადამწყვეტი მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ჩინეთის თანამედროვე თეატრში ფიქსირებულია არა მარტო მსახიობის ვოკალური მხარე, დიალოგები, არამედ მსახიობის მიმიკა, ჟესტი დამუშავებულია და აყვანილია უმაღლეს ტექნიკამდე.
ჩინეთის ტრადიციული თეატრის საწყისები პანტომიმიდან მომდინარეობს. საკმარისია გავჩერდეთ ისეთ მოძრაობის ელემენტებზე, რომელიც წარმოადგენს ძირითადს და გამოიყენება არა მარტო პანტომიმაში, არამედ საუბარში და ვოკალურ სცენებში. მაგალითად, მანერები; ჩინეთის პიესებში ვხვდებით მთელ რიგ როლებს, სადაც გმირს აქვს თავისი დამახასიათებელი სიარულის მანერები.
მანერები და საქციელები ჩინეთის მსახიობებისთვის წინასწარ არის დადგენილი და ყველა მსახიობი ვალდებულია დაემორჩილოს მას. ჩინეთის პანტომიმები სრულდება ორკესტრის თანხლებით. ტრაგიკული პანტომიმები _ რიტმული დარტყმებით, ხოლო ლირიკული სცენები _ ფლეიტის თანხლებით. სპექტაკლის მთელი მუსიკალური გაფორმება დამოკიდებულია რიტმის შეცვლაზე. რიტმი არის მისი შემადგენელი ნაწილი, რიტმი ჩინეთის თეატრის სუნთქვაა. რიტმის საშუალებით სრულდება ყველა მოძრაობა.
ახლა ზოგადად შევჩერდეთ საბერძნეთისა და რომის პანტომიმის წარმოშობასა და განვითარებაზე. საბერძნეთი ითვლება ევროპის პანტომიმის სამშობლოდ. ასე რომ, ხელოვნების სხვა დარგების გარდა, საბერძნეთში პანტომიმამაც გარკვეულ განვითარებას მიაღწია.
საბერძნეთში, ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხელოვნების ისეთი ჟანრი, როგორიც იყო მიმი (ერთმანეთის დაცინვა). ასე უწოდებდნენ იმ ცალკეულ წარმოდგენებს, რომლებსაც მამაკაცებთან ერთად ქალებიც ასრულებდნენ. ეს იყო ერთადერთი თეატრალური წარმოდგენა, სადაც ქალები იღებდნენ მონაწილეობას. ასე რომ, ქალებს პირველად აქ ვხვდებით მიმის წარმოდგენებში. მიმი უძველეს საბერძნეთში სრულდებოდა ნიღბის გარეშე, როცა მსახიობები უსიტყვოდ, მიმიკით და ჟესტით წარმოადგენდნენ ცხოვრებიდან აღებულ, გარკვეული სიუჯეტის მქონე სცენებს.
როდესაც მიმზე ვლაპარაკობთ, ძირითადად, მასში ორი მხარე უნდა განვასხვავოთ: 1. უბრალო საყოფაცხოვრებო სცენები, აღებული უშუალოდ ცხოვრებიდან და 2. შემოკლებული, ანდა გადაკეთებული ლიტერატურული კომედიები. მაგ. მენანდრეს კომედია, რომელიც გადაკეთებული და სესრულებული იყო მიმისტების მიერ.
მიმებს შორის ცნობილია ისეთი სცენები, რომლებიც სრულდებოდა წინასწარ შედგენილი ტექსტის გარეშე _ ამ შემთხვევაში ისინი ირჩევდნენ იმპროვიზაციის გზას, ხოლო, უმეტეს შემთხვევაში, კი მასალას წინდაწინ დაწერილი ტექსტის მიხედვით წარმოადგენდნენ.
არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ ალექსანდრიული სკოლის პოეტი ჰერონდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში მოღვაწეობდა, მიმის პოეტი გახლდათ. ამ პოეტის ნაწარმოებებიდან ჩვენამდე მოღწეულია 7 სცენა. პოემა შედგებოდა 85-129 ლექსისგან და ყოველ მათგანში შედიოდა არანაკლებ 2-3 მოქმედი პირი. ესენი იყვნენ სკოლის მასწავლებლები, ხარაზები, ზარმაცები, უქნარა შვილის დედები, მონების გამყიდველნი და სხვანი. მიმების შინაარსი ძალიან უბრალო იყო; მაგალითად, ხარაზის სცენა, მასთან მოდიდოდნენ ქალაქის მცხოვრებნი ფეხსაცმელების შესაკერად. ისინი ფასში ვერ რიგდებოდნენ და მათ შორის იმართებოდა ჩხუბი. მთელი იმდროინდელი მიმების დამსახურება იმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვნება დაეკავშირებინათ ცხოვრებასთან ახლოს ყოფილიყვნენ ხალხთან.
მიმებში არ იყო მოცემული, ცხოვრების უხეშობა – ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ქალს პირველად მიმებში ვხვდებით. შემონახულია ჩვენამდე ცნობა, რომ ამ სცენების წარმოდგენა ყველაზე უფრო გავრცელებული იყო ათენში. შემსრულებლები გროვდებოდნენ ჰერაკლესადმი მიძღვნილ დღესასწაულზე და მათი ენამახვილობა ვრცელდებოდა მთელს ქალაქში.
ხშირად მიმის შემსრულებლები მეფის კარზე იკრიბებოდნენ. III საუკუნეში ჩვ.წ. აღ-მდე და შემდეგ საუკუნეებშიც ისინი მოცეკვავეებთან, ჯამბაზებთან, აკრობატებთან ერთად იყვნენ ბერძენი მეფეების თანამგზავრნი, მოგზაურობის დროს მათი გამრთობნი.
შემდეგში როდესაც დიდად გაიზარდა ადამიანის გემოვნება და ხელოვნებისადმი მოთხოვნილება, როდესაც აღარ აკმაყოფილებდა მას ჯამბაზებისა და მოცეკვავეების მიერ გათამაშებული თეატრალური სცენები, განვითარებას იწყებს პანტომიმა. არისტოკრატია საჯარო წარმოდგენების გარდა, თავის კარზე იწვევდა მსახიობებს, რომლებიც პანტომიმურ სცენებს წარმოადგენდნენ და ამით მასპინძელი ართობდა მოწვეულ საზოგადოებას, სტუმრებს, აქ დადგმული პანტომიმები მიმდინარეობდა სიმღერებისა და ქალთა ცეკვების თანხლებით, სახუმარო სცენების ჩვენებით. ასეთი საღამოები იმართებოდა 422 წელს ჰერაკლიების დღესასწაულთან დაკავშირებით.
უსიტყვოდ გარკვეული შინაარსის გამოხატვა გავრცელებული იყო ჯერ კიდევ ჰომეროსის დროს. ხოლო შემდეგში, ხელოვნების განვითარებასთან ერთად, პანტომიმამ ძალზე ბევრი რამ შეიძინა. დროთა განმავლობაში ის ხდებოდა გამომსახველი, პლასტიკური, წინა პანტომიმებთან შედარებით უფრო რიტმული.
ამ ნიადაგზე წარმოიშვა პანტომიმა. ქსენოფონტე აღწერს: ,,ასეთი სცენები პანტომიმისა ძალიან გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში. უფრო ადრე კი მსახიობ-აკრობატები და ჟონგლიორები ეუფლებოდნენ მიმის ხელოვნებას და ცდილობდნენ სიტყვის გარეშე გაეხსნათ ადამიანის შინაგანი სამყარო”.
ასეთი წარმოდგენები იმართებოდა უკვე I საუკუნის II ნახევარში ჩვ.წ.აღ-მდე. ხოლო ყველაზე დიდი გავრცელება მან იმპერიის დროს ჰპოვა.
პანტომიმის ხელოვნება ერთ გარემოებასაც უწყობდა ხელს: რადგან სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ენობრივი ბარიერის გამო ვერ უგებდნენ ერთმანეთს, ამიტომ ბერძნებმა და რომაელებმა გადაწყვიტეს, განევითარებინათ ისეთი ხელოვნება, სადაც მოძრაობის ენა ყველასათვის ერთნაირად გასაგები იქნებოდა, როგორც ესპანელებისათვის, ასევე ევფრატის სანაპიროზე მცხოვრებთთვის. აი, სწორედ აქ უნდა ვეძიოთ პანტომიმისადმი ასეთი დიდი ინტერესი.
ჩვენამდე მოღწეულია ლუკიანეს ორი ნაშრომი ,,ცეკვების შესახებ” (ლუკიანე ცხოვრობდა III საუკუნეში ჩვ.წ. აღ-მდე) და ,,საუბარი ლიბანიოსი” (314-391). ,,ცეკვების გარშემო” - ამ ნაშრომებში საუბარია იმის შესახებ, თუ რა და რა ხელოვნებას უნდა ფლობდეს პანტომიმის შემსრულებელი: მუსიკას, რიტმს, მხატვრობას, პლასტიკას; შემდეგ ლუკიანე იხილავს საკითხს პანტომიმის ჩასახვისა და მისი მიმდინარეობის სესახებ. ლუკიანეს აზრით, პანტომიმა მომდინარეობს ჰომეროსიდან და ბერძნული ტრაგედიებიდან; აქედან შემდეგში სხვა პოეტები ამუშავებდნენ პანტომიმისათვის საჭირო სიუჟეტებს.

No comments:
Post a Comment